შინაარსზე გადასვლა

ვახტანგ ქორიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქორიძე.
ვახტანგ ქორიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვახტანგ იონას ძე ქორიძე[1]
დაბადების
თარიღი
24 დეკემბერი, 1949 (1949-12-24) (74 წლის)
დაბადების
ადგილი
ბათუმი,
საქართველოს სსრ,
საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1967–1969 დინამო ბათუმი 104 (6)
1969–1970 დინამო თბილისი 2 (0)
1971–1974 დინამო ბათუმი
1975–1980 დინამო თბილისი 144 (22)
1981 გურია ლანჩხუთი 26 (3)
ეროვნული ნაკრები
1979 საბჭოთა კავშირი 4 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ვახტანგ ქორიძე (დ. 24 დეკემბერი, 1949, ბათუმი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა ბათუმის „დინამოს“, თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979) და ფინალისტი (1980) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1975), ღირსების ორდენის კავალერი.

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1963 წელს ბათუმში მწვრთნელ ლ. ვერულიძესთან. შვიდი სეზონის განმავლობაში თამაშობდა ბათუმის „დინამოში“. 1969 წლიდან თბილისის „დინამოს“ რიგებშია. ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 25 ნოემბერს.[2][3]

შემდეგ ისევ ბათუმის „დინამოშია“. 1975 წლიდან კი კვლავ თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავს, სადაც 1980 წლამდე თამაშობს. საფეხბურთო კარიერას 1981 წელს ლანჩხუთის „გურიაში“ ასრულებს.

ვახტანგ ქორიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატის 146 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში კი „დინამოს“ ღირსება 16 შეხვედრაში დაიცვა, აქედან სამი — თასების მფლობელთა თასის, ათი — უეფა-ს თასის და სამიც — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.[4]

მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 1979 წლის 28 მარტს, ამხანაგურ მატჩში ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.[5] მან ასევე ითამაშა 1980 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ[6][7] და გაიტანა გოლი ამხანაგურ შეხვედრაში ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.[8]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • 1st ჩემპიონი: 1978
  • 2nd ვიცე-ჩემპიონი: 1977
  • 3rd ბრინჯაოს პრიზიორი: 1976 (გ.), 1976 (შ.)
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1976, 1979
  • ფინალისტი: 1980[9][10]
საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • 2nd ვიცე-ჩემპიონი: 1979[11]

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს" სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ვახტანგ ქორიძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[12]

2015 წლის 15 ოქტომბერს ვახტანგ ქორიძე საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს.[13]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
AFS · Dinamo-Tbilisi.ru · National Football Teams · КЛИСФ · FootballFatabase.eu · Eu-Football.info · FootballFacts.ru · Rusteam.Permian.ru
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი
ვიდეო
ვიზიტი ვეტერანთან – ვახტანგ ქორიძე · ტუხა ქორიძე – მე ბათუმელი ვარ
  1. დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
  2. «Динамо» Тбилиси 2–0 «Динамо» Киев.
  3. გუშინ // „ლელო“, 26 ნოემბერი, 1969, № 231 (3970), გვ. 4.
  4. Коридзе Вахтанг Ионович. Игры.
  5. Soviet Union 3–1 Bulgaria.
  6. Soviet Union 2–2 Hungary.
  7. СССР 2–2 Венгрия. uefa.com.
  8. Soviet Union 3–0 Czechoslovakia.
  9. ვახტანგ ქორიძე — 68. fcdinamo.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-08. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
  10. Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1980.
  11. Сборная Москвы 2–1 Сборная Грузии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-02. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
  12. თბილისის დინამოელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-22. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
  13. ვახტანგ ქორიძე: სირცხვილი იქნებოდა, გელა კეტაშვილი არ დაგვეფასებინა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-05. ციტირების თარიღი: 2022-05-04.